სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

  • პროექტიდან მასალის მოცულობების დათვლა;

  • პროექტზე არსებული დოკუმენტაციის რევიზია და ანალიზის წარმოდგენა;

  • სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;

  • შესრულებული სამუშაოების (ფორმა2) ანალიზი არსებულ ბიუჯეტთან და ფაქტიურ ხარჯებთან მიმართებაში;

  • მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოების რევიზია არსებულ გრაფიკთან მიმართებაში;

  • სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპობრივი შემოწმება არსებულ პროექტთან მიმართებაში და შესაბამისი ანალიზის წარმოდგენა;

  • ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;

  • დეფექტური აქტების მომზადება;

  • დასრულებული სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის და ბიუჯეტის ანალიზის მომზადება;

  • დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება.


მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი (სასურველია სამშენებლო კუთხით)


სამუშაო გამოცდილება: მინ. 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, MS Project);

  • AutoCAD და/ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა;

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;

  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;

  • ანალიტიკურად აზროვნება;

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით