ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირი (ბათუმი)
სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე, ქ. ბათუმში
ძირითადი ფუნქციები:
გაყიდვების ბაზებზე მუშაობა და კლიენტებთან გაყიდვის მიზნით ზარების განხორციელება;
კლიენტისთვის ბანკირთან შეთანხმებით შეთავაზების შექმნა;
კლიენტთან მოლაპარაკების წარმართვა და კარგი ურთიერთობის დამყარება;
გაყიდვების პროცესში და სხვადასხვა საოპერაციო საკითხებში გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა
სამუშაო გამოცდილება:
საბანკო საოპერაციო პროდუქტების და სერვისების სიღრმისეული ცოდნა
ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
კეთილგანწყობა: თავაზიანობა, ყურადღება და დახმარების მზაობა;
დროის სწორად მართვის უნარი;
ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი
კარგი კომუნიკაციის უნარი
Excel-ში და Power point-ში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 იანვარი, 2025