არქიტექტორი Tbilisi, საქართველო სრული განაკვეთი გამოაგზავნეთ განაცხადი საქართველოს ბანკის პროექტირების, ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტში, ვეძებთ არქიტეტქორს. ძირითადი მოვალეობები:ტექნიკური დავალების შინაარსის განხილვა საპროექტო სამსახურის უფროსთან ერთად;სამშენებლო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადისა და ღირებულების განსაზღვრა;ბანკის სტანდარტის შესაბამისად გეგმარების მომზადება და შეთანხმება;პროექტის არქიტექტურული ნაწილის დეტალიზაცია და მოცულობების ამოთვლა;დეტალური პროექტირების ეტაპზე პროექტისთვის საჭირო ყველა მიმართულების/კომპანიის კოორდინაცია;სამშენებლო სამუშაოების დაწყებისას კონტრაქტორი კომპანიისთვის პროექტის ადგილზე გაცნობა;მუდმივი საავტორო ზედამხედველობა და პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ვიზიტი;განხორციელებული გეგმარებისა და დიზაინის პროექტთან შესაბამისობის დადასტურება. მოთხოვნები:არქიტექტურის ან მასთან დაკავშირებული სფეროს ბაკალავრის ხარისხი;მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ დიზაინში (სტაჟირებაც გათვალისწინებულია); სავალდებულო პროგრამები: Archicad, Autocad, photoshop, 3D;არქიტექტურული პრინციპების, მასალებისა და მდგრადი დიზაინის ტენდენციების ცოდნა;პრობლემების გადაჭრისა და კრეატიული აზროვნების უნარი;გუნდური მუშაობისა და დროის მართვის კარგი უნარები;დეტალებზე ორიენტირებულობა. გამოხმაურებას ველით 2025 წლის 10 მარტამდე!