არარეზიდენტი SOLO კლიენტების ბანკირი - ბათუმი
სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას არარეზიდენტი SOLO კლიენტების ბანკირის პოზიციაზე ბათუმში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:
ჩაერთო პორტფელში არსებული არარეზიდენტი SOLO მომხმარებლების საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებებზე არსებული მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და ანალიზის პროცესში;
გაუწიო კონსულტაცია არარეზიდენტ SOLO მომხმარებლებს, შესთავაზო მათ SOLO პროდუქტები და მომსახურება დადგენილი საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისად;
აწარმოო და პერიოდულად განაახლო საკუთარ პორტფელში არსებული SOLO მომხმარებლების მონაცემთა ბაზა;
განავითარო არარეზიდენტი SOLO მომხმარებლების პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად;
აწარმოო პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ქართული – თავისუფლად; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსაცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20 დეკემბერი, 2024.