სს „საქართველოს ბანკის“ ცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ქუთაისში.


რა არის საჭირო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?


-          იყო ბაკალავრის საფეხურის IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა;

-          იცოდე ფინანსები საბაზისო დონეზე და დაინტერესებული იყო SME მიმართულებაში განვითარებით;

-          გქონდეს კარგი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;




საქმიანობის აღწერილობა:


მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ბანკში SME კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების სრული ციკლის მართვას.

სტაჟიორი ჩაერთვება კლიენტების მოზიდვის, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და წარმართვის, პროექტების დამუშავების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. დააკვირდება  საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით ბიზნეს ბანკირის მიერ პოტენციური კლიენტების კონსულტირების პროცესს,  იზრუნებს ახალი შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირებულობაზე.

სტაჟიორი  გაეცნობა SME სექტორს მორგებულ საბანკო პროდუქტებს და განივითარებს მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს.


პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

-          კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;

-        საქმიანი კომუნიკაციები, მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა;

-          პრეზენტაციის უნარები;

-          გუნდური მუშაობა;

-          ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია;

-          საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება;

-          ფინანსური ანალიტიკა (ბალანსი, მოგება-ზარალი, სესხის მომსახურე კოეფიციენტები), შეფასება და მოდელირება;





პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა;

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;

  • ანაზღაურება;

  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;  


სტაჟირების დაწყების თარიღი - 2 სექტემბერი


სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე



შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

  1.  რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

  2.  ტესტირება – ფინანსური და ანალიტიკური აზროვნების შეფასება;

  3. გასაუბრება;


დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 1 აგვისტო, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: