ანაზღაურებადი სტაჟირება მცირე ბიზნესის (SME) გაყიდვების დეპარტამენტში - ახალციხე
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ახალციხეში.
რა არის საჭირო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
- იყო ბაკალავრის საფეხურის IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა;
- იცოდე ფინანსები საბაზისო დონეზე და დაინტერესებული იყო SME მიმართულებაში განვითარებით;
- გქონდეს კარგი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
საქმიანობის აღწერილობა:
მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ბანკში SME კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების სრული ციკლის მართვას.
სტაჟიორი ჩაერთვება კლიენტების მოზიდვის, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და წარმართვის, პროექტების დამუშავების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. დააკვირდება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით ბიზნეს ბანკირის მიერ პოტენციური კლიენტების კონსულტირების პროცესს, იზრუნებს ახალი შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირებულობაზე.
სტაჟიორი გაეცნობა SME სექტორს მორგებულ საბანკო პროდუქტებს და განივითარებს მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- საქმიანი კომუნიკაციები, მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა;
- პრეზენტაციის უნარები;
- გუნდური მუშაობა;
- ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია;
- საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება;
- ფინანსური ანალიტიკა (ბალანსი, მოგება-ზარალი, სესხის მომსახურე კოეფიციენტები), შეფასება და მოდელირება;
პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
ანაზღაურება;
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე
შერჩევის საკონკურსო პროცედურა:
რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;
ტესტირება – ფინანსური და ანალიტიკური აზროვნების შეფასება;
გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 25 დეკემბერი, 2024