სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი, ანალიტიკისა და ბიზნეს ეფექტურობის სამსახურში აცხადებს ვაკანსიას ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე 

 

 

ძირიათადი მოვალეობები:

  • სესხების, დეპოზიტების და შემოსავლების ზრდის ყოველთვიური რეპორტის მომზადება;

  • სესხების, დეპოზიტების და შემოსავლების ზრდის წლიური ბიუჯეტის/ფორქასთის მომზადება;

  • ფილიალების მომართვიანობისას ინციდენტის მოკვლევა, დამუშავება და შესაბამისი დროული მხარდაჭერის გაწევა;

  • სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

  • არსებულ რეპორტებში გასაუმჯობესებელი საკითხების ინიცირება;

  • ბაზების და რეპორტების რეგულარული ოპტიმიზაცია და დახვეწა;

  • ცვლილებებისა და სიახლეების ამსახველი საინფორმაციო E-Mail_ებისა და დოკუმენტაციის მომზადება.

 

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

განათლება:  უმაღლესი.


სამუშაო გამოცდილება:


ანალიტიკისა და რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • SQL - ის ცოდნა;

  • Power BI - ის ცოდნა;

  • ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

  • ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ორგანიზებულობა;

  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;

  • პასუხისმგებლობა;

  • კომუნიკაბელურობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 ივლისი, 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით