ანალიტიკური პროექტის ლიდი - (GenAI Center of Excellence Team)
საქართველოს ბანკის GenAI Center of Excellence (CoE) გუნდში, ანალიტიკური პროექტის ლიდს ვეძებთ.
პოზიციის მიმოხილვა
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში ვეძებთ გამოცდილ პროექტის ლიდს ბანკში GenAI-ის ათვისების პროგრამისთვის. პროგრამის მიზანია ბანკის ყველა მიმართულებაში GenAI ტექნოლოგიების გაცნობა, მათი ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების წახალისება და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა.
თუ დაინტერესებული ხარ ინოვაციებით, ხარ ახალი ტექნოლოგიების ერთ-ერთი პირველი გამომყენებელი და გესმის GenAI ტექნოლოგიების პოტენციალი ბიზნესში, ეს როლი შენთვისაა.
ძირითადი პასუხისმგებლობები
GenAI-ის ათვისების გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უმოკლეს დროში მოიცავს ბანკის გუნდების უმეტესობას;
ბანკის სხვადასხვა მიმართულებისთვის GenAI-ის შესაძლებლობებისა და პრომპტ-ინჟინერიის სწავლება და მათთან GenAI-ის ათვისებისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა;
ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი გამოყენებების (use cases) იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის;
GenAI გამოყენების პრიორიტეტიზაცია და პროდუქტის განვითარების გზამკვლევის (roadmap) შემუშავება;
GenAI გამოყენებების (use cases) თავმოყრა და დოკუმენტირება;
GenAI-ის ათვისების პროგრამის წარმატების საზომების შემუშავება და ათვისების ანალიტიკა;
GenAI-ის ათვისების კომუნიკაციის არხების შექმნა და ადმინისტრირება.
ანალიტიკური პროექტის ლიდის პოზიციაზე, ვფიქრობთ რომ დაგჭირდება შემდეგი ცოდნა და უნარები:
ორგანიზებისა და კოორდინაციის ძლიერი უნარები;
პროდუქტის/პროექტის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინტექის ან საბანკო სფეროში;
ანალიტიკური და მონაცემებზე დაფუძნებული პროექტების მართვის გამოცდილება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარები და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
AI/ML ტექნოლოგიების ცოდნა და გააზრება, განსაკუთრებით GenAI გამოყენების კონტექსტში;
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება.
რას გთავაზობთ?
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას GenAI სფეროში;
კრეატიულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
ორგანიზაციის ციფრულ ტრანსფორმაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.
გამოხმაურებებს ველით 2025 წლის 15 მაისამდე.