საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში ვეძებთ რეკომენდერის კლასტერის ანალიტიკური პროექტის ლიდერს, ვისაც აინტერესებს თანამედროვე ანალიტიკური, AI ხელსაწყოები  და მზადაა, მათი გამოყენებით შექმნას რეალური ბიზნეს შედეგები. 


თუ გაქვს ბიზნეს პერსპექტივიდან მონაცემების ინტერპრეტაციის ნიჭი, მოგწონს ბიზნეს სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და მზად ხარ აიღო პასუხისმგებლობა მაღალი გავლენის მქონე ინიციატივებზე, ეს როლი შენთვისაა. 


შენ გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ბანკის 3.5 მილიონამდე მომხმარებელს აწვდის მათზე მორგებულ შეთავაზებებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი გადაწყვეტილებები ბანკის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებისთვის. 


ძირითადი პასუხისმგებლობები: 

  • ბიზნესის საჭიროებების გააზრება და სიღრმისეული ანალიზი, სარეკომენდაციო სისტემების გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • პროდუქტის განვითარების/პროექტის დაგეგმვა და მართვა;

  • დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციების წარდგენა და მხარეთა მოლოდინების მართვა;

  • გუნდის მუშაობის კოორდინაცია და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფა; 

  • KPI-ების მონიტორინგი და ბიზნეს მიმართულებებთან შედეგების გაზიარება.

ამ პოზიციაზე მუშაობისთვის დაგჭირდება: 

  • ანალიტიკური და მონაცემებზე დაფუძნებული Პროდუქტის/პროექტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • ორგანიზებულობა და კოორდინაციის ძლიერი უნარები; 

  • რთული ტექნიკური კონცეფციების მარტივად ახსნის უნარი; 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები და გუნდურობა; 

  • AI/ML ტექნოლოგიების ცოდნა და ბიზნეს პერსპექტივიდან გამოყენების არეალის იდენტიფიცირება;

  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

სასურველია, ასევე გქონდეს: 

  • A/B ტესტირების ან/და პერსონალიზაციის პროექტებთან მუშაობის გამოცდილება; 

  • მონაცემების დამუშავების და ვიზუალიზაციის გამოცდილება; 

  • სარეკომენდაციო სისტემების ან მომხმარებელთა სეგმენტაციის ცოდნა. 

რას გთავაზობთ 

  • ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობას;

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

  • კრეატიულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; 

  • კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას; 

  • კორპორატიულ დაზღვევას.

 

გამოხმაურებას ველოდებით2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით!


გამოაგზავნეთ განაცხადი