საქართველოს ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე


ძირითადი ფუნქციები:

  • კვარტალური ანგარიშგებების პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის საჯარო პრეზენტაციებისა და რელიზების მომზადება და პროცესის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

  • ჯგუფის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის გეგმის შედგენა, მონიტორინგი, და კომპანიის სხვადასხვა ფუნქციებთან კოლაბორაცია კონტენტის შექმნაზე;

  • ინვესტორებისთვის განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და საჯაროდ გამოქვეყნება;

  • ინვესტორებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში მხარდაჭერა (როუდშოუ, ინვესტორთა დღე, სხვადასხვა დისტანციური კონფერენციები);

  • Sell-side ანალიტიკოსების რეპორტებისა და მოდელების ანალიზი, შეჯამება და მენეჯმენტთან წარდგენა;

  • კონკურენტული გარემოს ანალიზი, მათ შორის ფინანსური და სხვა საოპერაციო მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგებების ანალიზი;

  • ტოპ მენეჯმენტთან თანამშრომლობით სტრატეგიული ინიციატივებისა და მიმდინარე საოპერაციო ცვლილებების მონიტორინგი, ფინანსური და საოპერაციო მონაცემების, მათ შორის ESG მონაცემების, შეგროვება და ანალიზი და ინვესტორებთან ურთიერთობის საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა;

  • ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდის კონტენტის მონიტორინგი, განახლება და ახალი კონტენტის შექმნა;

  • ინვესტორების ყოველთვიური მონიტორინგი, ანალიზი და პროფაილების განახლება.

  • საქართველოს ბანკის მმართველობითი ანგარიშგებების (წლიური და შუალედური) მომზადება.

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:


განათლება : უმაღლესი, სასურველია ფინანსებში, ბიზნესში, ეკონომიკაში ან მარკეტინგში;


სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროებში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;


ცოდნა და უნარები:

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

  • პრეზენტაციის მომზადების (დიზაინის) და წარდგენის უნარები; (Power Point-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა);

  • მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები; (proficiency in Excel);

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური;

  • დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარები;

  • ყურადღება დეტალების მიმართ;

  • კარგად განვითარებული ინტერპერსონალური უნარები;

  • ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარები.

 

დაინტერესებისშემთხვევაშიგთხოვთ, შეავსეთმოთხოვნილიინფორმაცია, ატვირთეთრეზიუმე/CV, მიუთითეთრეგიონიდადააჭირეთღილაკს „გამოაგზავნეთგანაცხადი“. რეზიუმეებისმიღებისბოლოვადაა, 24 მაისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.