ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


საქართველოს ბანკის ფინანსური მიმართულების, ბიზნესის ანალიზის და შესრულების შეფასების სამსახური აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:               

  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

  • არსებული, პერიოდული რეპორტების გაუმჯობესება/განახლება;

  • მომხმარებლების და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;

  • მონაცემთა ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

  • ანალიტიკური რეპორტების/დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ-პლატფორმების გამოყენებით; შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან კომუნიკაცია;

  • ბანკირებისთვის მონაცემთა ბაზების შექმნის, ან/და განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;

  • სხვადასხვა სტრუქტურილი ერთეულების ბონუსის სქემის გარჩევა, აწყობა -კალკულაცია და ყოველთვიური რეპორტის მომზადება.

 

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის (საბუღალტრო ან საფინანსო) ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

  • მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

  • MS Excel-ის საფუძვლიანიცოდნა;

  • SQL-თან მუშაობის გამოცდილება;

  • Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

  

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 22 ივნისამდე.


გამოაგზავნეთ განაცხადი