სს საქართველოს ბანკის ფინანსური მიმართულება, აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციზე.

 

ძირიათადი ფუნქცია:

ეროვნულ ბანკთან ანგარიშგების და ანალიზის სამსახურის ანალიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა.

 

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის მიმართულებით (საბუღალტრო ან ფინანსური მიმართულებით);


სამუშაო გამოცდილება: ბანკში ან სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.


სასურველი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული პროგრამების (Ms Word, Ms Excel) საფუძვლიანი ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;

  • ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები;

  • დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;


სასურველია:

  • VBA Macros ცოდნა;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

  • ACCA სერთიფიკატი;




 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 ივლისი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით