სს „საქართველოს ბანკის“  ფინანსური მიმართულების, ბიზნესის ანალიზის და შესრულების შეფასების სამსახური აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.


 

ძირითადი ფუნქციები:               

  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

  • არსებული, პერიოდული რეპორტების გაუმჯობესება / ახლის შექმნა;

  • მომხმარებლების და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;

  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემების იდენტიფიცირება;

  • ანალიტიკური რეპორტების / დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ-პლატფორმების გამოყენებით. შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან კომუნიკაცია;

  • ბანკირებისთვის, მონაცემთა ბაზების განახლება/შექმნაში მონაწილეობა;

  • სხვადასხვა სტრუქტურილი ერთეულების ბონუსის სქემის გარჩევა, აწყობა -კალკულაცია და ყოველთვიური რეპორტის მომზადება.

 

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:


განათლება:

უმაღლესი, ეკონომიკის მიმართულებით (საბუღალტრო ან ფინანსური);

  

სამუშაო გამოცდილება:

მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით, მინიმუმ 2 წელი.

 

ცოდნა და უნარები:

  • MS Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • SQL - ის ცოდნა

  • Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20 ივლისი, 2024


გამოაგზავნეთ განაცხადი