სს ,,საქართველოს ბანკის“ ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსისთანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სასესხო კაპიტალის გლობალურ ბაზრებზე, საკრედიტო პროდუქტებზე, მონაწილე მხარეებზე სიახლეების მოძიება;

  • ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტში ახალი პროდუქტების შემუშავებაში და დანერგვაში მხარდაჭერა;

  • ბანკის დეტალური შემოწმების (Due Diligence), რეგულარული და ერთჯერადი კითხვარების შევსების პროცესის მართვა;

  • მოზიდულ სასესხო პორტფელზე კრედიტორების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;

  • საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი დოკუმენტური ნაწილის მოწესრიგება;

  • გადახდების დროულად შესრულების მონიტორინგი;

  • საკრედიტო ინსტიტუტებთან პერიოდული და ერთჯერადი რეპორტინგი;

  • ახალი საკრედიტო რესურსის მოზიდვის პროცესში დახმარება;

  • ეკონომიკის რეალური სექტორის იმ საჭიროებებზე მონაცემების განახლება, რაც შეიძლება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით გადაიჭრას;

  • სარეინტინგო სააგენტოებთან სამუშაო პროცესში მხარდაჭერა.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:უმაღლესი, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:ფინანსების მიმართულებით 1 წლიდან 3 წლამდე მუშაობის გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ფინანსური ბაზრების, საკრედიტო პროდუქტების და მონაწილე მხარეების შესახებ თეორიული განათლება (CFA-ს გამოცდები განიხილება უპირატესობად);

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

  • დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 აპრილი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით