სს საქართველოს ბანკის ექსპრეს სალომბარდო  საქმიანობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

 


ძირითადი მოვალეობები:

 

·       რეპორტების მომზადება/ანალიზი (მომხმარებლების, პროდუქტების, არხების ჭრილში);

·       არსებული რეპორტების ფორმების გაუმჯობესება/ავტომატიზაცია; ახალი ფორმების შექმნა;

·       მონაცემთა ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების, გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება;

·       მონაცემთა ვიზუალიზაცია, დეშბორდების მომზადება Power BI-ს დახმარებით; 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ტექნიკური სპეციალობები.

 

სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ცოდნა და უნარები:

 

·       PL/SQL & Power BI მუშაობის გამოცდილება;

·       Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

·       ანალიტიკური აზროვნება;

·       გუნდურობა;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

·       ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;

·       დროის მენეჯმენტი;

 

 

სასურველია:

·       საბანკო პროდუქტების საბაზისო ცოდნა;

·       ინგლისური ენის ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი