სს ,,საქართველოს ბანკის" საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის ანალიტიკის სამსახური აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

  

ძირითადი მოვალეობები:

  • რეპორტების მომზადება/ანალიზი (მომხმარებლების, პროდუქტების, არხების ჭრილში);

  • არსებული რეპორტების ფორმების გაუმჯობესება/ავტომატიზაცია და ახალი ფორმების შექმნა;

  • მონაცემთა ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების, გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება;

  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და დეშბორდების მომზადება Power BI-ს დახმარებით. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

  • საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ცოდნა და უნარები:

  • PL/SQL & Power BI მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

  • სასურველია საბანკო პროდუქტების საბაზისო ცოდნა;

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • გუნდურობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;

  • დროის მენეჯმენტი.  

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 26 ივლისი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით