ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


საქართველოს ბანკის ფილიალების ანალიტიკის და რეპორტინგის სამსახური აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკის და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:               

  • საცალო მიმართულების თანამშრომლების საბონუსე დათვლების წარმოება;

  • ბაზებისა და ანგარიშგებების რეგულარული ოპტიმიზაცია, დახვეწა და ავტომატიზაცია;

  • ანგარიშგებების/ვიზუალების შექმნისთვის აუცილებელი პარამეტრების მოქნილობის უზრუნველყოფა, შემდგომი საჭირო ცვლილებების შესატანად;

  • შექმნილი ანგარიშგებების მდგრადობის და სანდოობის უზრუნველყოფა;

  • ფილიალების მომართვიანობისას, მოკვლევითი სამუშაოების განხორციელება და შესაბამისი მხარდაჭერა;

  • სამოტივაციო სქემის პარამეტრების პერიოდული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

  • ფილიალების და ბიზნესის სხვა საჭიროებებზე მორგებული ანგარიშგებების შექმნა და კოორდინაცია;

  • შემუშავებული წესების და სქემების დოკუმენტირება.

 

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

  • მონაცემთა დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;

  • MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • SQL-თან მუშაობის გამოცდილება;

  • Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება.

  

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ განაცხადი