სს „საქართველოს ბანკის“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას AML/სანქციების შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.


შენი ძირითადი ამოცანები:

  • საერთაშორისო სანქციათა რეგულაციების, ასევე საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული რეგულატორის მოთხოვნების მონიტორინგი, ცვლილებების ანალიზი და  შესაბამისობის სახელმძღვანელო დოკუმენტებში ასახვა;

  • EU-ის/OFSI-ის/OFAC-ის სანქციადაკისრებულ პირთა სიების მონიტორინგი და მათი განახლების შემთხვევაში, AML/სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფების ინფორმირება;

  • თანამშრომლების მხარდაჭერა (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით) ტრანზაქციების/onboarding-ის პროცესში სანქციათა რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ინფორმირება/ტრეინინგი საერთაშორისო სანქციათა რეგულაციების მოთხოვნებისა და ბანკის აღნიშნული მიმართულებით ბანკის არსებული მიდგომების შესახებ;

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:


განათლება: უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად).

გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი საფინანსო სექტორში, მსგავს პოზიციაზე.


პროფესიული ცოდნა:

  • საქართველოს კანონმდებლობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ.

  • საერთაშორისო ფინანსური სანქციების (UK/EU/US) პრინციპები.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ფოკუსირების უნარი.

  • დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების უნარი.

  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ენები:

  • ქართული – სრულყოფილად.

  • ინგლისური – სრულყოფილად.

კომპიუტერული პროგრამები: MS Office-ის კარგი ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

  • დინამიკურ, საინტერესო და გუნდურ სამუშაო გარემოს.

  • კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტების სრულ პაკეტს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი