სს „საქართველოს ბანკის“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
რესპონდენტი ბანკების ტრანზაქციების ონლაინ და ოფლაინ მონიტორინგი და ანალიზი;
საეჭვო აქტივობების გამოვლენა და რეპორტინგი;
შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა რეგულატორისა და შიდა სტრუქტურებისთვის;
თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი (სასურველია ფინანსების მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება:
AML-ში, Settlement-ში ან ტრანზაქციების მონიტორინგის გუნდში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
ინგლისური ენა (წერა/კითხვა/საუბარი)
Microsoft Office (Excel) პროგრამების ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის აღების და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 აგვისტო, 2025.