საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულება აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ალტერნატიული გაყიდვების სამსახურის უფროსი.


ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების ფორმირება და განახლება დეპარტამენტის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;

  • გაყიდვების გეგმების შედგენა, შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა და კონტროლი;

  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

  • ბიუჯეტის მართვა და პერსონალის ხარჯების დაგეგმვა;

  • მომხმარებლებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა;

  • პარტნიორული ქსელის გაფართოება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • კონკურენტული ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების ტენდენციების შეფასება;

  • გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გაუმჯობესება;

  • გუნდის მართვა, მოტივაცია, განვითარება და შეფასება;

  • სხვადასხვა ორგანიზაციულ ერთეულებთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


სამუშაო გამოცდილება:

  • ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება;

  • გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • გუნდის ეფექტური მართვა და დელეგირება

  • ბიუჯეტირება, ხარჯების მართვა და პროექტების მართვა;

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • შედეგებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

  • რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის უნარი;

  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

  • ინგლისური ენა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი".


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 2026 წელი.


გამოაგზავნეთ განაცხადი