ალტერნატიული გაყიდვების მენეჯერი - პრემიუმ საცალო საბანკო მომსახურების მიმართულება(SOLO)
საქართველოს ბანკის პრემიუმ საცალო საბანკო მიმართულების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პრემიუმ საცალო საბანკო მომსახურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების უზრუნველყოფა და მხარდაჭერის კუთხით ქსელთან ჩართულობა;
თარგეთ კლიენტების არხების მოძიება, მოზიდვა და გაყიდვების მხარდაჭერა;
გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, ანალიტიკა და რეპორტინგი;
პროცესების გაუმჯობესების გზების შემუშავება და იმპლემენტაცია;
საფასო პოლიტიკის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
მენეჯემენტთან შედეგების პრეზენტაცია და ბიზნეს დეველოპმენტთან ერთად გაყიდვების სტარტეგიული გეგმის შემუშავება;
სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
ბაზრის ანალიზის მოკვლევა და შედარება.
სამუშაო გამოცდილება:
მინ. 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროდუქტების ცოდნას;
სასურველი ცოდნა/უნარები:
გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
წარმოქმნილი საკითხების ობიექტურად შეფასების და გადაჭრის უნარი;
დროის ეფექტურად მართვა.
გელოდებით, მოგვიყევი შენზე!
გამოხმაურებას ველით 2025 წლის, 28 ივლისი, წარმატებები!