ვინ ვართ ჩვენ 

საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში ჩვენი მისიაა, ავაგოთ AI მოდელები, რომლებიც აუმჯობესებენ სამომხმარებლო გამოცდილებას და ხდის ბანკს მეტად ეფექტურს შიდა პროცესებში. 

ჩვენ ვმუშაობთ ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებში AI-ს ინტეგრაციაზე. პორტფელში რამდენიმე ათეული მოდელი გვაქვს, რომელთა ჯამური გავლენა ბიზნესზე წელიწადში ათეულობით მილიონი ლარია. მათ შორისაა მოდელები, რომლებიც: 

  • ავტომატურს ხდის სესხის აღების პროცესში საკრედიტო გადაწყვეტილებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სესხი აიღონ 1 წუთში, დღის ნებისმიერ დროს 

  • ყველა კლიენტისთვის ითვლის საუკეთესო შეთავაზებას და ადგენს პერსონალიზებულ ტექსტს, რითაც გაყიდვებს 5%-ით ზრდის 

  • ავტომატურად პასუხობს მომხმარებლის კითხვებს mBank ჩატბოტში, რითაც კლიენტს კითხვების 2/3-ზე მეტზე პასუხს რამდენიმე წამში აძლევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში 

ჩვენი ნამუშევრისთვის მიღებული გვაქვს 20-მდე საერთაშორისო აღიარება, მათ შორის CEE რეგიონის საუკეთესო სამომხმარებლო და კორპორაციული AI ბანკის წოდება (Global Finance, 2025) და ფინალისტობა ნომინაციაში „საუკეთესო გუნდი მონაცემთა და AI სფეროში" (DataIQ, 2026). 


ვის ვეძებთ 

ვეძებთ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს 10-მდე მონაცემთა მეცნიერსა და ანალიტიკოსს, რომლებიც მუშაობენ AI და მონაცემთა ანალიტიკის პროექტებზე ბანკის შიდა ეფექტურობის ასამაღლებლად. მათი ნამუშევრების მაგალითებია: 

  • უძრავი ქონების შეფასების ავტომატური სისტემა, რომელიც შეფასების მოთხოვნების 25%-ს ავტომატურად ამუშავებს 

  • ბანკომატებსა და სერვის-ცენტრებში ნაღდი ფულის განაწილების ოპტიმიზაცია, რამაც გამოუყენებელი ფულის ოდენობა 30%-ით შეამცირა 

  • კოდიდან დოკუმენტაციის გენერირების GenAI სისტემა, რომელიც 300-ზე მეტ Java პროექტს ფარავს და AI აგენტებს საშუალებას აძლევს, გაიგონ ბანკის კოდის ბაზა და მასში ცვლილებები ავტონომიურად შეიტანონ 

შენს მოვალეობებში შედის 

ადამიანების მართვა და განვითარება 

  • რეგულარული 1:1-ები, მენტორობა 

  • დონის შეფასება, კარიერული განვითარება 

  • ახალი თანამშრომლების აყვანა და ადაპტაცია 

ხარისხიანი გადაწყვეტების (solution) შემუშავება 

  • დამკვეთებთან ურთიერთობა და პროექტების პრიორიტეტიზება ბიზნეს-საჭიროებების მიხედვით 

  • თანამშრომლების პროექტებში განაწილება და სამუშაოს დაგეგმვა 

  • გადაწყვეტის სასიცოცხლო ციკლის მართვა და რეალური ბიზნეს-შედეგის მიღწევაზე ზრუნვა (პროდუქტის მფლობელებთან ერთად) 

თანამშრომლობა დეპარტამენტის მასშტაბით 

  • პლატფორმის გუნდებთან მუშაობა 

  • სხვა მენეჯერებთან გამოცდილების გაზიარება 

  • დეპარტამენტის პროცესების გამართულობაზე ზრუნვა 

AI კოდირებაზე გადასვლის ხელშეწყობა 

  • AI კოდირების სტანდარტების ჩამოყალიბება 

  • AI კოდირების კულტურის გავრცელების ხელშეწყობა 

  • AI კოდირების საშუალებით ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესება 

ვინ ხარ შენ 

პირველ რიგში, შენ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დიდი გავლენის პროექტებზე მუშაობა, გსურს ამბიციური შედეგების მიღწევა და დინამიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობა. 

შენი გამოცდილებიდან უნდა ჩანდეს, რომ შეგიძლია ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების უმეტესობის დაკმაყოფილება: 

  • ML/AI/ანალიტიკის საშუალებით ბიზნეს-შედეგების მიღწევა 

  • საკმარისი ტექნიკური სიღრმე, რომ კომპლექსურ ML/AI/ანალიტიკურ გადაწყვეტებში საჭიროების შემთხვევაში გუნდს მიმართულება მისცე და ხარისხის ზედამხედველობა გასწიო 

  • ადამიანების მართვა, განვითარება და მოტივირება 

  • ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია, ბიზნესის ღრმა გაგება და კომპანიისა და გუნდის ინტერესებზე ზრუნვა 

  • AI კოდირების საშუალებით შენი და გუნდის ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა 

რატომ ჩვენთან 

ჩვენ ვაშენებთ მსოფლიო დონის AI პრაქტიკას საქართველოში. 

  • შენ გექნება რეალური მანდატი. მართავ მთელ გუნდს, მის პროექტებსა და პროცესებს; გაქვს დიდი ავტონომია და შესაბამისი პასუხისმგებლობა. 

  • შენი ნამუშევარი თაროზე არ შემოიდება. ჩვენი პროექტების 80%-ზე მეტი წარმატებულია, ინდუსტრიის ~20%-თან შედარებით. 

  • ხილული გავლენა. შენი გუნდის შექმნილი მოდელები გავლენას ახდენს ბანკის ძირითად KPI-ებზე და ფასდება მენეჯმენტის უმაღლეს დონეზე. 

  • იმუშავებ უახლეს ტექნოლოგიებზე. ჩვენი პროექტების უმეტესობა GenAI მოდელებით სრულდება და ბანკის კარგად განვითარებული IT ინფრასტრუქტურის გავლით სწრაფად აღწევს მომხმარებლამდე. 

  • მონაწილეობას მიიღებ დიდ ტრანსფორმაციაში. GenAI-ს განვითარებასთან ერთად ჩვენ თავიდან ვიაზრებთ AI-ს როლს ბანკის შიგნით და ჩვენი დეპარტამენტის შიდა პროცესებზე, შენი გუნდი კი ამ ტრანსფორმაციის ცენტრში იქნება. 



გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 1 ივლისამდე.


გამოაგზავნეთ განაცხადი