ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის (WM) პოზიციაზე თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ვიზიტორების მიღება/დახვედრა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამის კოლეგასთან გადამისამართება;

  • დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;

  • მიმართულების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა;

  • თანამშრომელთა მივლინების პროცესის მხარდაჭერა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგართ;

  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;

  • საოფისე მარაგების შესყიდვისა და ლოჯისტიკის პროცესების კოორდინაცია.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;

  • ადმინისტრაციული ან/და საოფისე მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

  • MS Office პროგრამების ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი/ვერბალური კომუნიკაციის დონეზე).


აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • დროის ოპტიმალურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 12 ივნისამდე.




გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით