საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, 3D დიზაინერს ვეძებთ.

 

თუ გსურს, მონაწილეობა მიიღო საინტერესო პროექტებში, შექმნა თანამედროვე 3D ვიზუალები და განავითარო შენი იდეები სივრცით დიზაინში - შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

 

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • 3D მოდელების, ობიექტებისა და სცენების შექმნა;

  • ტექსტურირება, განათება და რენდერინგი;

  • ვიზუალური კონცეფციების განვითარება მარკეტინგული კამპანიებისთვის;

  • გრაფიკულ და ილუსტრაციის გუნდებთან თანამშრომლობა ერთიანი ვიზუალური სტილის შესანარჩუნებლად;

  • ფინალური ფაილების მომზადება სხვადასხვა არხისთვის (ვიდეო. ციფრული მედია და სხვა);

 

სამუშაო გამოცდილება:

  • 3D დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • 3D დიზაინის პროგრამების ცოდნა (Blender, Cinema 4D ან სხვა);

  • მოდელირების, ტექსტურების, განათებისა და რენდერინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

  • AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ან მათი გამოყენების ცოდნა

  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Illustrator, Photoshop) ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური ენის ცოდნა ეფექტურად კომუნიკაციის დონეზე;

  • შემოქმედებითი აზროვნება;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

  • გუნდის მხარდაჭერისთვის საჭირო კარგი ორგანიზაციული უნარები;

  • ყურადღება დეტალების მიმართ;

  • დროის / რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი.

გამოაგზავნეთ განაცხადი