სს „საქართველოს ბანკის“ CB ბიზნესის ანალიტიკის და რეპორტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
· კორპორატიულ ანალიტიკაში არსებული წესების და სტანდარტების შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიტიკა;
· აღმოჩენილი შეუსაბამობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; პროექტებად გარდაქმნა და შესაბამის მიმართულებებთან მიტანა;
· სხვადასხვა მიმართულებებთან მჭირდო კომუნიკაცია პროექტების დაპრიორიტეტების და განხორციელების მიზნით;
· კომიტეტზე გასატანი დოკუმენტაციის გადამოწმება და კორექტირება;
· ახალი თანამშროლის ონბორდინგის პროცესის კონტროლი;
· შიდა ფაილების, გაიდების დასტანდარტიზება / შექმნა;
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
· განათლება: ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
· სამუშაო გამოცდილება: აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
· ენები: ინგლისური- მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
· ანალიტიკური უნარები - სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი
· დეტალებზე ორიენტირებულობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა
· დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად განაწილების უნარი
· სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“ რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი, 2024