Wealth management Business Development & Reporting Junior Officer
სს „საქართველოს ბანკის“ პრემიუმიალური საცალო საბანკო მიმართულების ანალიტიკისა და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Wealth Management Business Development & Reporting Junior Officer პოზიციაზე თბილისში.
პოზიციის მიზანი:
მომსახურების ხარისხის, კლიენტების კმაყოფილების გაუმჯობესება;
პორტფელის ანალიზი და გაუმჯობესება, გაყიდვების ზრდა;
პროდუქტის ანალიზი და გაუმჯობესება;
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკების ანალიზი;
პროდუქტების გაუმჯობესების სტრატეგიის, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კლიენტების საჭიროების მუდმივი მონიტორინგი და იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის ცვლილება;
ახალი პროდუქტების შექმნა და აღნიშნული მიზნებისთვის ამოცანის ჩამოყალიბება და დასმა შესაბამის გუნდთან;
ახალი ან არსებული პროდუქტის დანერგვის პროცესში მონაწილების მიღება და შემდგომი მონიტორინგი;
მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: მინ. 6 თვიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარების, გაყიდვების მართვის/მხარდაჭერის ან რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით.
განათლება: სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.
ცოდნა და უნარები:
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სასურველია PL/SQL & Power BI მუშაობის გამოცდილება;
კარგად განვითარებული პრეზენტაციის უნარი;
ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 2024.