სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე - ყვარელი
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მმართველის მოადგილის თანამდებობაზე ყვარელში.
ძირითადი მოვალეობები:
· სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;
· მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
· გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
· მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
· დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
· საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი – ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.
სამუშაო გამოცდილება:
საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
· მენეჯმენტი, გაყიდვები;
· საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;
· ბიზნეს საქმიანობის ზოგადი პრინციპები;
· მომსახურების სტანდარტები;
· ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
· მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
· დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი – გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;
· ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
· გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
· პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
· სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
· დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
· ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
· ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, 2023.