სს „საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საგადახდო პროდუქტების გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ახალი პარტნიორების მოძიება, ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;

  • მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის პრეზენტაცია;

  • ტარიფის განსაზღვრა მასზე დელეგირებული უფლებების ფარგლებში;

  • ხელშეკრულების გაფორმება, ქსელში ჩართვა და მათი მიმდინარე მხარდაჭერა;

  • ხელშეკრულებების აღრიცხვა და სათანადო წესით შენახვა (ფაილინგი);

  • პარტნიორი კომპანიების ქსელში არსებული მოწყობილობების მონიტორინგი, (ტექნიკური გამართულობა, ვიზუალი, სტიკერი და ა.შ) შეუსაბამობის აღმოჩენა და მოგვარების უზრუნველყოფა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • რეპორტების მომზადების უნარი;

  • შეხვედრების წარმართვის და პრეზენტაციის უნარები;

  • დეტალების მიმართ ყურადღება;

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების ტექნიკა;

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • ენერგიულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 აპრილი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი