NRFS ქონების იურიდიული და რეალიზაციის მენეჯერი
საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტში, NRFS ქონების იურიდიული და რეალიზაციის მენეჯერს ვეძებთ.
ძირითადი ფუნქციები:
ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება და შესწავლა;
პრობლემურ ქონებებზე საჯარო რეესტრის მონაცემების შესწორება;
საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრის არქივში დაცული ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლა;
სანებართვო საკითხების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობა;
შიდა ან გარე საშემფასებლო მიმართულებებთან თანამშრომლობა;
NRFS (Not Ready For Sale) სტატუსის მქონე ქონების პოტენციური მყიდველებისათვის შეთავაზება;
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ NRFS ქონებისბის იურიდიულ და სარეალიზაციო საკითხებში ჩართულობა;
იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ხელშეკრულებებისა და კორესპოდენციების მომზადების პროცესში მონაწილება;
რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მათი ვიზირების/ხელმოწერის კონტროლი;
სარეალიზაციო პროცესში კომპანიის ყველა საჭირო რგოლთან მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა;
სტატისტიკის წარმოება და ხელმძღვანელ რგოლებთან რეპორტინგი;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 8-10 წლიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
ეფექტური კომუნიკაცია;
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
ინიციატივების გამოჩენის უნარი;
შესრულების სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ.
გამოხმაურებას ველით 2024 წლის 20 მაისამდე.
წარმატებები!