სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შეფასების ჯგუფში, კოორდინატორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
შეფასების მეილ ჯგუფში შემოსული საკითხების დახარისხება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე გადანაწილება;
შეფასების მეილ ჯგუფზე, ბიზნესის მხრიდან შემოსულ მეილებზე კომუნიკაცია, უკუკავშირის დაბრუნება;
შეფასების პროგრამის პროცესების მართვაში მონაწილეობა;
ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან პროცესების ცვლილების შეთანხმება/დაზუსტება;
შეფასების მიმართულებაში არსებულ პროცესებში მონაწილეობა;
პერიოდული რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან;
მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საშემფასებლო, აუდიტორულ, საბანკო, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Office);
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 6 მაისი, 2024.