სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური გაყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონსიერჟის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების დახვედრა,გადამისამართება/დაკვალიანება;
საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების ავტომობილების ავტოსადგომზე პარკირება;
4B ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო, მარკეტინგული მასალების შეკვეთისა და შესყიდვის მოთხოვნის დარეგისტრირება;
კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია, მოწოდებული პროდუქციის აღრიცხვა/კონტროლი;
მეილზე შემოსული შეტყობინებების მართვა, უკუკავშირის დაბრუნება;
შეხვედრების ოთახების დაჯავშნა/ჯავშნების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით;
ცოდნა და უნარები:
კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
კეთილგანწყობა, თავაზიანობა, დახმარების მზაობა,სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
პრიოპიტეტების განსაზღვრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი, 2024.