საქართველოს ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
კვარტალური ანგარიშგებების პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის საჯარო პრეზენტაციებისა და რელიზების მომზადება და პროცესის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
ჯგუფის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის გეგმის შედგენა, მონიტორინგი, და კომპანიის სხვადასხვა ფუნქციებთან კოლაბორაცია კონტენტის შექმნაზე;
ინვესტორებისთვის განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და საჯაროდ გამოქვეყნება;
ინვესტორებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში მხარდაჭერა (როუდშოუ, ინვესტორთა დღე, სხვადასხვა დისტანციური კონფერენციები);
Sell-side ანალიტიკოსების რეპორტებისა და მოდელების ანალიზი, შეჯამება და მენეჯმენტთან წარდგენა;
კონკურენტული გარემოს ანალიზი, მათ შორის ფინანსური და სხვა საოპერაციო მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგებების ანალიზი;
ტოპ მენეჯმენტთან თანამშრომლობით სტრატეგიული ინიციატივებისა და მიმდინარე საოპერაციო ცვლილებების მონიტორინგი, ფინანსური და საოპერაციო მონაცემების, მათ შორის ESG მონაცემების, შეგროვება და ანალიზი და ინვესტორებთან ურთიერთობის საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა;
ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდის კონტენტის მონიტორინგი, განახლება და ახალი კონტენტის შექმნა;
ინვესტორების ყოველთვიური მონიტორინგი, ანალიზი და პროფაილების განახლება.
საქართველოს ბანკის მმართველობითი ანგარიშგებების (წლიური და შუალედური) მომზადება.
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
განათლება : უმაღლესი, სასურველია ფინანსებში, ბიზნესში, ეკონომიკაში ან მარკეტინგში;
სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროებში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
ცოდნა და უნარები:
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
პრეზენტაციის მომზადების (დიზაინის) და წარდგენის უნარები; (Power Point-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა);
მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები; (proficiency in Excel);
ძლიერი კომუნიკაციის უნარები, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური;
დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარები;
ყურადღება დეტალების მიმართ;
კარგად განვითარებული ინტერპერსონალური უნარები;
ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარები.
დაინტერესებისშემთხვევაშიგთხოვთ, შეავსეთმოთხოვნილიინფორმაცია, ატვირთეთრეზიუმე/CV, მიუთითეთრეგიონიდადააჭირეთღილაკს „გამოაგზავნეთგანაცხადი“. რეზიუმეებისმიღებისბოლოვადაა, 24 მაისი, 2024.