სს „საქართველოს ბანკის“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტი, ბიზნეს პროცესების განვითარების სამსახურში აცხადებს ოფიცრის (AML)  ვაკანსიას.


პოზიციის ძირითადი ფუნქციები:

  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ფინანსური სანქციების მოთხოვნების დაცვის კუთხით ბანკის მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურების დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;

  • AML-ის offline/online მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მიზნით კვლევის პროცესში მონაწილეობის მიღება;

  • AML/Sanction პოლიტიკის მოთხოვნების გაცნობა;

  • საკანონმდებლო და საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნების ცვლილების შემთხვევაში ბანკის მონიტორინგის სისტემებში შესატანი ტექნიკური ცვლილებების ინიცირება


სამუშაო გამოცდილება: რისკების, აუდიტის, ლინის, ტრანზაქციების, ანგარიშსწორების (Settlements) ან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;

 

ცოდნა, უნარები

  • ინგლისური ენის ცოდნა.

  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

  • დეტალების მიმართ დაკვირვებულობა.

  • გუნდური მუშაობის უნარი.

  • ორგანიზაციული უნარები და პუნქტუალურობა.

  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

  • პროფესიული წინსვლის სურვილი და მიზანდასახულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.