სს „საქართველოს ბანკის“ პროცესების კონტროლის სამსახური აცხადებს ვაკანსიას AML პროცესების კონტროლის უფროსი ოფიცრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
ბანკში დანერგილი AML/CFT და სანქციების შესაბამისობის მოთხოვნების დაცვის ხარისხის შესწავლა და რეკომედაციების მომზადება;
კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, რისკის შესაბამისად მოპოვებული/განახლებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის სისწორის/ადეკვატურობის მეორადი კონტროლი, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების ან/და შეწყვეტის სისწორის/ადეკვატურობის შემოწმება;
ბანკის კლიენტების მიერ შესრულებული ტრანზაქციების (ნაღდი, უნაღდო) დოკუმენტაციის (მათ შორის, ფულადი სახსრების წარმომავლობის), ეკონომიკური შინაარსის და კლიენტის პროფილთან შესაბამისობის ანალიზი;
კლიენტების შესწავლის მიზნით განხორციელებული ქმედებების შესაბამისობის პერიოდული კონტროლი ბანკში დანერგილ AML/CFT და სანქციების პოლიტიკა/პროცედურებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წესებთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან;
ბანკის შიდა/გარე აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსის გადამოწმება;
მეორადი კონტროლის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ფორმალიზება და ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
მეორადი კონტროლის სამსახურის წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება;
ორგანიზაციული საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომპლექსური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება AML მიმართულებით საბანკო-საფინანსო სფეროში ,
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
MS Excel სრულყოფილად ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა;
AML კანონის და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების და ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 მაისი, 2024.